|
2018-05-08 13:06:22, 1628 ნახვა
კომენტარი
„შუბლზე ნატყვიარი ეტყობა“ - ტატუნაშვილის ოჯახი ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას ითხოვს
არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებისას წამების კვალი ეტყობოდა. მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ დებს ექსპერტიზა შუალედურ დასკვნას. „ტელეფონში მაქვს სურათები, შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, თავისი არ არის, ხელები დაჩეჩქვილი ჰქონდა დამტვრეული და ხელმეორედ აწყობილი. ამას რაში სჭირდებოდა შინაგანი ორგანოები? რატომ არ დადო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ, საინტერესოა ჩემთვის“,- განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)