|
2018-05-08 12:43:13, 1567 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება
საქართველოს მთავრობის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება. „მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს საქართველომ ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. ვფიქრობ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ანუ ის, რაც ჩვენს სამართლებრივ თუ პოლიტიკურ შესაძლებლობებს შეიძლება ცდებოდეს. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამოყენება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. მე ვფიქრობ სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება და არა მხოლოდ სამართლებრივ-პოლიტიკური დატვირთვითაც", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს. სარჩელს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს. საქმეზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)