|
2018-05-08 12:36:30, 1416 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად დაიცავს საქართველო საკუთარ ინტერესებს ამ სარჩელის მიმდინარეობისას
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთზე მიმართული წნეხი შერბილებული აქვს. ამასთან, სამადაშვილი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას. "სამწუხაროდ დღემდე ვხედავდით ტენდენციას, რომ საქართველოს ხელისუფლებას შერბილებული ჰქონდა წნეხი, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების გზით რუსეთზე ზეწოლის მოხდენის კუთხით, იმისათვის რომ რუსეთს პასუხი ეგო სხვადასხვა დანაშაულზე, რომელიც განხორციელებული აქვს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. შესაბამისად სარჩელის შეტანა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება ის თუ რამდენად დაიცავს საქართველო საკუთარ ინტერესებს ამ სარჩელის მიმდინარეობისას",- განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)