04:03 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 11:22:26, 1955 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადადგა

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ერიკ შნეიდერმანი თანამდებობიდან გადადგა.

Newyorker-ის ცნობით,  გადადგომის მიზეზი მის წინააღმდეგ შევიწროების შესახებ ოთხი ქალის მიერ წაყენებული ბრალდებებია.

ორმა ქალმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა შნეიდერმანმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალებს პოლიციაში არ უჩივლიათ, თუმცა სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

მათივე მტკიცებით, გენპროკურორი ქალებს მოკვლით ემუქრებოდა, თუ ისინი მასთან შეხვედრას შეწყვეტდნენ.

შნეიდერმანი ბრალდებას ასაჩივრებს. აღსანიშნავია, რომ ის  კამპანია #MeToo-ს აქტიური მხარდამჭერია, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგაა მიმართული.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები გაჟღერდა, რასაც მე მკაცრად უარვყოფ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდებები ჩემი საქმიანობის შესახებ არ არის, მაინც ხელს შემიშლის ეფექტურად ვმართო ჩემი ოფისი ამ კრიტიკული დროის განმავლობაში“, – განაცხადა ერიკ შნეიდერმანმა.

ბრალდებების შემდეგ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ გენერალურ პროკურორს გადაგომისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics