|
2018-05-07 14:39:10, 1567 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე: გამოვიყენებთ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, რომ შეზღუდვები მალე გაუქმდეს
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი ბარიერია, რომელიც ადამიანებს შორის კონტაქტს ხელს უშლის. „ეს არის კიდევ ერთი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტებს და ეს არის ის მძიმე შედეგი ოკუპაციის, საოკუპაციო ხაზის, რომლის წინააღმდეგაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, ინსტრუმენტს და საერთაშორისო ფორმატს, რათა ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე გაუქმდეს",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო დღესასწაულების გამო, 7 მაისის 20:00 საათიდან 10 მაისის 08:00 საათამდე საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო პუნქტები არ იფუნქციონირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)