|
2018-05-07 11:31:28, 1635 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობას სჭირდება პრინციპული გადაწყვეტა
მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ეროვნული ბანკის რეგულაციებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ესაა პირველი ნაბიჯი და უახლოესი პერიოდის განმავლობაში მოხდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რათა ახალი სამართლიანი თამაშის წესები შეიქმნას. „ვფიქრობ, რომ ის ინიციატივები და ის აქცენტები, რომელიც გაკეთდება ახალ რეგულაციაში, ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და მეორე მხრივ, ახალი სამართლიანი თამაშის წესების შექმნას. აქ პირველ რიგში უნდა, აღვნიშნოთ ჭარბვალიანობის პრობლემა, რომელსაც ეს რეგულაცია პირდაპირ უკავშირდება. აქაც ბევრმა ჩვენმა ოპონენტმა ორაზროვანი კომენტარები გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში არ დგას და რომ ეს არ არის მაკროეკონომიკური პრობლემა. ჭარბვალიანობა საქართველოში წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და მის მოსაგვარებლად გადასადგმელია პრინციპული ნაბიჯები, ისეთი ნაბიჯები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და უახლოეს პერიოდში დამატებით ამ კუთხით გადადგმული იქნება სხვა პრინციპული ნაბიჯები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)