|
2018-05-05 17:26:30, 1714 ნახვა
კომენტარი
აბაშიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ვერც პროკურატურისათვის მიმართვა და ვერც იმპიჩმენტის დაწყება ვერ გაბედა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ'' პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ვერც პროკურატურისათვის მიმართვა და ვერც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ვერ გაბედა. ,,დღეს, პარტია " ქართულ ოცნებას " პრეზიდენტ მარგველაშვილის შიში აერთიანებს. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური პარტია, ფაქტობრივად დაიშალა. სწორედ ამ შიშის გამო იყო ის, რომ მათ არ მისცეს საშუალება პრეზიდენტს მონაწილეობა მიეღო საქართველოს პარლამენტში დებატების ფორმატში. სწორედ ამ შიში გამო, მათ კორუფციასთან დაკავშირებული, უმძიმესი ბრალდება წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს. ჩვენს მოწოდობაზე, რომ ან პროკურატურისთვის მიემართათ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ან იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყოთ მათ ფაქტობრივად ვერაფერი გაბედეს. ასეთი უკან დახევის ფონზე, მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას კარგად გაანალიზოს და შეაფასოს არსებული ვითარება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)