|
2018-05-05 15:54:52, 1839 ნახვა
კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას გამორიცხავს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუფოშვილი პრეზიდენტის წინააღმდეგ შეწყელაბის საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გამორიცხავს. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გამოძიებაზე საუბარი არ ყოფილა. "ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დებატები პარლამენტში და შესაბამისად, შეფასება რაც გაკეთდა, იყო პოლიტიკური შინაარსის და არანაირად - სამართლებრივი. არანაირი გამოძიება არ იწყება არც შეწყალებასთან და არც პრეზიდენტის სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით. ამას გამოვრიცხავ",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, რომ 2 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. აღნიშნულის ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას გამოეხმაურა. მარგველაშვილმა მოითხოვა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)