|
2018-05-04 20:38:15, 1722 ნახვა
კომენტარი
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს
თანამდებობებს არავინ არის გამოკიდებული, ყველაფერს აქვს თავის დრო, მოსვლასაც და წასვლასაც, – ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ძიუდოისტების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ტყუილად ცილს სწამებენ. „ყველა საკითხში, რაზეც ისინი საუბრობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს, ჩემი მხრიდან მათთან მიმართებით მხოლოდ გვერდში დგომა და ყველანაირი პატივისცემა იყო გამოხატული, დანარჩენი კიდევ ვამბობ, ვფიქრობ, რომ კარგია, გაირკვეს მტყუან-მართალი. კონკრეტულად მაგალითად ერთი ფაქტი მითხრან მე რაში შევუშალე მათ ხელი, რომ წარმატებას მიეღწიათ. დანარჩენი კიდევ ვამბობ, თანამდებობებს არავინ არის გამოკიდებული, ყველაფერს აქვს თავის დრო, მოსვლასაც და წასვლასაც“,– განაცხადა დავით ქევხიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს, როგორც ძიუდოისტები აცხადებენ, დავით ქევხიშვილი ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს და ფედერაცია ნაკრებს გვერდში არ უდგას.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)