|
2018-05-04 17:55:05, 2195 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის დღეები წელს საქართველოში მეექვსედ გაიმართება
5 მაისს, რიყის პარკში საქართველოში ევროპის დღეების გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოეწყობა „ევრო სოფელი", სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში. საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ვიცე პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მისასალმებელი სიტყვით მიმართავს და ევროპის დღეების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებზე ისაუბრებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ორგანიზებით „ევრო სოფელში" უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღებენ საჭირო დოკუმენტებს და იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახავენ საზღვარს, რის შემდეგაც მოხვდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ევროპის დღეების მიზანს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა გაზრდაა. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, მოეწყობა შეხვედრები რეგიონებში, ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და მერებისათვის, ასევე, საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში. გაიმართება გამოფენები, დებატები ა.შ. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილია პროექტი სტუდენტებისთვის "ევროპული ახალგაზრდობა", სემინარი მასწავლებლებისათვის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ", საჯარო ლექციები პროექტის „მე-ევროპელი" ფარგლებში და სასწავლო ვიზიტები ახალგაზრდებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. „ევროპის დღეები 2018" 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)