|
2018-05-04 12:30:32, 1829 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე „აიისას“ დაჯარიმებაზე: ეს არის დაბრუნება შუა საუკუნის ინკვიზიციაში
კომპანია "აიისას" უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წართმევად აფასებს. როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, საქართველოში კონსტიტუციური უფლება ფარატინა ქაღალდად არის ქცეული. "ეს არის დაბრუნება შუა საუკუნის ინკვიზიციაში, რომელსაც დღეს საქართველოს სახელით გვაცნობს თბილისის საქალაქო სასამართლო. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებები ნელნელა იქცევა ფარატინა ქაღალდად და ბატონობას იწყებს უმრავლესობის ან საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნება, მორალის, ზნეობის და ღირსების სახელით. ისინი გვართმევენ ადამიანებს ფუნდამენტურ უფლებებს. ამაზე საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არ ყოფილა", - განაცხადა მშვენიერაძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე თბილისის მერია „აიისას" წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ „აიისას“ მიერ, პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულების და ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის აღბეჭდვა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს. კომპანია 500 ლარით დაჯარიმდა და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მიეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)