|
2018-05-04 10:48:41, 1459 ნახვა
სამართალი
სუს-მა თაღლითობის ფაქტზე მარტვილის მერიის თანამშრომელი დააკავა და კიდევ 7 პირი ამხილა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წ. დააკავეს. ასევე ხოლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრები: კომისიის თავმჯდომარე, ამასთანავე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი გოჩა ხ; კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ამასთანავე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი როლანდ წ; კომისიის წევრი, ამასთანავე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი გოგი ძ; კომისიის წევრი, ამასთანავე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ვაჟა გ; ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის სპეციალისტი ჯონი ჯ; საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი მდივანი ამბროსი ჭ; კომისიის წევრი, ამასთანავე, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის სპეციალისტი ვლადიმერ წ. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა წ-მ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრებს გაანდო თავისი დანაშაულებრივი განზრახვა და სთხოვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში, რაზეც კომისიის წევრებისაგან თანხმობა მიიღო. დიმა წ. კომისიის წევრების დახმარებით და კომისიის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 1044.4 კვ.მ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 7830 ლარის ოდენობით. გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“,- ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)