|
2018-05-04 09:24:51, 1610 ნახვა
კომენტარი
შსს-ს წარმომადგენელი: „გირჩის“ წევრები ცდილობდნენ განყოფილებაში შესვლას და შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს
„უნდა გავიგოთ ყველამ, რომ როდესაც პოლიციელი მოქმედებს კანონის ფარგლებში და ასრულებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ყველა მოქალაქე ვალდებულია მას დაემორჩილოს“, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. "გირჩის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ პოლიციელებს არ მისცეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, კერძოდ კი იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არსებობდა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი. ეს ქმედება მათ გააგრძელეს პოლიციის განყოფილებასთან. ისინი ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და 3 ადამიანი გამოვავლინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენაზე“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)