|
2018-05-03 22:34:38, 1805 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ფორმალურ პოლიტიკაში შემოსვლა სწორი და კარგი ნაბიჯია
ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ, ფორმალურ პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე გეტყვით - ვფიქრობ, რომ ეს სწორი და კარგი ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა გახდა ის საკითხი, რომელსაც ქვეყანას „აძახებენ“ "მე ცოტა ხნის წინ ამის თაობაზე მქონდა ინტერვიუ და ვთქვი, რომ როდესაც დაიდო „ფრიდომ ჰაუსი“ და სახელმწიფო დეპარტამენტი და როდესაც ნეგატიური ანგარიში იყო და არაფორმალური მმართველობა ფიგურირებდა, მაშინ ძალიან მარტივად ვთქვი, რომ რით ვერ ჩამოაყალიბეს ექვსი თუ ხუთი წლის განმავლობაში მესიჯი - არის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, თუ არ არის?! იმიტომ კი არა, რომ არის, თუ არა - ეს არის გადამწყვეტი, იმიტომ, რომ ეს ეს ქვეყნისთვის გახდა რაღაც ისეთი თემა, რომელსაც ქვეყანას აძახებენ. ამ კონტექსტიდან გამომდინარე კარგია, რომ დაბრუნდა და ეს საკითხი მოიხსნება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)