|
2018-05-03 21:48:17, 1802 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია პიროვნულად მძიმედ გადავიტანე - მთელი მედია და საექსპერტო საზოგადოება ამას მე მაბრალებდა
როდესაც მოხდა ბარნოვის ტრაგედია, ერთი კვირა, მთელი მედია, საექსპერტო საზოგადოება და ასე შემდეგ ამ ტრაგედიას მე მაბრალებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, კითხვები შს უწყების და პარლამენტის მიმართაც უნდა დასმულიყო. მისივე თქმით, მან მომხდარი ტრაგედია პიროვნულად მძიმედ გადაიტანა. "გუშინ, ირმა ინაშვილმა სწორი შენიშვნა გააკეთა ბოლშევიზმის მიმართულებით. ზუსტად 3 კვირის წინ, როდესაც მოხდა ბარნოვის ტრაგედია, ერთი კვირა, მთელი მედია, საექსპერტო საზოგადოება და ასე შემდეგ ამ ტრაგედიას მე მაბრალებდა. მე პიროვნულად მძიმედ გადავიტანე ეს ტრაგედია. ერთი კვირის თავზე დავსვი კითხვა - ის კრახი რაც მოხდა და პოლიციას დაემართა, რომ ქალი მივიდა პოლიციაში, უთხრა, რომ მოკვლას უპირებენ და 2 საათში მოკლეს, - ამაზე კითხვა არ უნდა დავსვათ?! არ გვადარდებს, რომ იმ პოლიციის განყოფილებაში კიდევ შეიძლება მივიდეს ქალი, კიდევ თქვას, რომ ერთ საათში მომკლავენო და დაბრალდეს მერე პრეზიდენტს. ამ რეალობაში ცხოვრება ჩემთვის კი არ არის პრობლემა, არამედ საზოგადოების პრობლემაა. ძალიან სწორი კითხვები დაისვა ჩემი მისამართით, თუმცა საზოგადოება, დარჩა იგივე პოზიციაზე და არ დასვა კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, თუ რა გააკეთას მათ ამ ფაქტის შემდეგ, ან თუნდაც არ დაინტერესდა მიიღო თუ არა პარლამენტმა ფემიციდის უფრო გართულებული ფორმები - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პროპაგანდისტულ გარემოში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)