|
2018-05-03 15:42:08, 1946 ნახვა
კომენტარი
კახი კალაძე: პრეზიდენტის გამოსვლა არ მომისმენია, მერიის საქმეებით ვიყავი დაკავებული
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან დებატების დატოვება სწორი საქციელი არ იყო. რაც შეეხება პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, კალაძემ აღნიშნა, რომ მარგველაშილის გამოსვლა არ მოუსმენია, რადგან მერიის საქმეებით იყო დაკავებული. „პრეზიდენტი რომ გარბის, რა თქმა უნდა არ არის სწორი. რაც შეეხება მის გამოსვლას, არ მომისმენია ამის დრო არ მქონდა, რადგან მერიის საქმეებით ვიყავი დაკავებული. ვთვლი, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუციისადმი თავის მხრივ და ასევე პარლამენტის მიმართ“,- განაცხადა კალაძემ. მან ასევე კორუფციასა პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. „რაც შეეხება შეწყალებებს რა თქმა უნდა ბევრი კითხვა ჩნდება ამასთან დაკავშირებით, კორუფციას რაც შეეხება გამიჭირდება ამაზე საუბარი, როგორც ვიცი გამოძიება ამ მიმართულებით არ დაწყებულა და არ არის გამოძიებული, თუმცა კითხვის ნიშნები აქაც არსებობს“, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)