|
2018-05-03 15:27:45, 1453 ნახვა
კომენტარი
გია ხუხაშვილი: „გირჩი“ ქართული პოლიტიკის მსუბუქ ნარკოტიკად ჩამოყალიბდა
ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრების იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, „გირჩი“ „ქართული პოლიტიკის მსუბუქ ნარკოტიკად“ ჩამოყალიბდა. „გირჩი თვითონ ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკის მსუბუქ ნარკოტიკად. ამიტომ, მეც მათ შესახებ ნიუსებს, როგორც „დაბოლილი“ ისე ვუყურებ და სერიოზულად ვერ აღვიქვამ. მითუმეტეს, რომ ყველაფერი კარგად ექნებათ“,- წერს ხუხაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ სამართალდამცველებმა „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მოხდა. „გირჩის“ ინფორმაციით, ხვიჩია და მეგრელიშვილი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)