|
2018-05-03 15:24:38, 1520 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: ჩვენი ამოცანაა, რომ შშმ პირებმა და პენსიონერებმა მედიკამენტებზე მაქსიმუმ ნახევარი დახარჯონ
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, შეიქმნა აიპ - პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის, რომელიც სოციალურად მოწყვლადი ნაწილისათვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. როგორც მინისტრმა განმარტა, ამ ორგანიზაციის მონაწილეები კერძო სექტორიდან იქნებიან ქართული მწარმოებელი "ჯი ემ პი" და ასევე საერთაშორისო მწარმოებელთა გაერთიანება. "მიმდინარე პროექტი, რომელიც შარშან მაისში დაიწყო, ემსახურება 100 ათას ქულაზე ნაკლების მქონე სოციალურად დაუცველებს და მათ უზრუნველყოფს 23 მედიკამენტით, არაუმეტეს 1 ლარის ღირებულებით. პროგრამის გაფართოება იქნება, რომ მოსარგებლეებს დაემატებიან პენსიონერები და შშმ პირები, თუმცა ამ ეტაპზე წამლის გაცემა სამწუხაროდ 1 ლარად არ მოხდება, მაგრამ ამოცანაა, რომ მაქსიმუმ ნახევარი დახარჯონ, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტებზე. იმედი მაქვს მაისის ბოლოსკენ ან ივნისის დასაწყისში, პენსიონერებზე და შშმ პირებზე დაემატება მეორე ტიპის მართვის დიაბეტი, გულის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ვვარაუდობთ შემოდგომისთვის არსებული სოციალურად დაუცველების და ახალი მოსარგებლეების ეს 23 კომპონენტი ერთმანეთს გაუტოლდება, ხოლო მომავალი წლის დასაწყისიდან 23 კომპონენტი ორივე ჯგუფისთვის უნდა გახდეს 50-მდე", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)