|
2018-05-03 15:09:44, 1626 ნახვა
კომენტარი
ჩხენკელი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს თვალ-ყურს არ ადევნებს
„ეს იყო ძალიან სუსტი გამოსვლა“, - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ მოხსენებას. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს თვალ-ყურს არ ადევნებს. „სამწუხაროა ის ფაქტი, რომ როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ადევნებს თვალყურს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული განათლების სისტემაში მისი მინისტრობის შემდეგ. კერძოდ ინტერნაციონალიზაციას გამოვყოფდი, მეცნიერებაზე ზრუნვას გამოვყოფდი და მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა ჰორიზონტი 20-20-ის ასოცირებული წევრი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ მეცნიერების დაფინანსების კუთხით, წახალისების კუთხით. ასევე ხარისხის ამაღლების კუთხით სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარეობს და სექტემბრიდან 1-6 კლასების ჩათვლით სრულიად ახალი სახელმძღვანელობი შევა. ძალიან მალე საქართველო გახდება ცერნის ასოცირებული წევრი, ეს უაღრესად დიდი მიღწევა იქნება ჩვენი მეცნიერებისთვის და მრავალი სხვა მოვლენა, როგორც განათლების კუთხით, ასევე მეცნეირების კუთხით განხორიცელდა და როგორც ჩანს პრეზიდენტი ამას ყურადრებას არ აქცევს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი მინისტრობის შემდეგ, განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)