|
2018-05-03 15:07:44, 1432 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: პრეზიდენტისთვის დებატების შეთავაზება იაფფასიანი პოლიტიკური პიარია
„ქართული ოცენბის“ მხრიდან დებატების შეთავაზება იაფფასიანი პოლიტიკური პიარია, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავჯდომარე გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, პრეზიდენტთან სატელევიზიო დებატების თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, დებატების წინააღმდეგი არ არის და მასში „ევროპული საქართველოც“ მიიღებს მონაწიელობას. „ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან იაფფასიანი პიარის მცდელობაა. დებატის წინააღმდეგები არ ვართ, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს გუშინდელ ვითომ „პრინციპულობას“ ვერ გაამართლებს. მათ შეეძლოთ საღი აზრის ფარგლებში ცვლილებები მიეღოთ და დაეთმოთ პრეზიდენტისთვის, მაგრამ გამოიჩინეს რაღაც პოლიტიკური ღირსება, რაც სხვა დროს ავიწყდებათ ხოლმე. პრინციპულობაა საჭირო როცა მინისტრები რეგლამენტს არღვევენ და პარლამენტს შეურაცხყოფას აყენებენ. ამას უმრავლესობაში ითმენენ და სრულ უთავმოყვარეობას ავლენენ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატს სთავაზობს. შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)