|
2018-05-03 12:00:07, 1652 ნახვა
კომენტარი
იქმნება ახალი აიპ-ი, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს. “იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი - პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის. 2013 წელს, როდესაც საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა, ჩვენმა მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა სულ პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტების შეძენა. ამ ინიციატივით მნიშვნელოვნად გაადვილდება ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს არის არამომგებიანი ორგანიზაცია, ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და ითვალისწინებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა, დავით სერგეენკოს მოუწოდა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საკითხზე ვრცელი განმარტება გააკეთოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)