|
2018-05-02 16:54:47, 1413 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი: დებატი ნიშნავს ცოცხალ დისკუსიას - მოგიწოდებთ, პრეზიდენტს მივცეთ დისკუსიაში ჩართვის საშუალება
„მგონი უნდა დავასრულოთ ეს პოლემიკა და შევთანხმდეთ იმაზე, რომ პრეზიდენტს მივცეთ საშუალება ჩერთოს დებატებში“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა განაცხადა. „თვითონ სიტყვა დებატი არ ნიშნავს მონოლოგს და მონოტონურობას, დებატი ნიშნავს ცოცხალ დისკუსიას. მე მოგიწოდებთ გადავხედოთ არსებულ რეგლამენტს. დღევანდელი შემთხვევა მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია რეგლამენტის შეცვლა. სიამაყით რომ იხსენებთ ჟვანიას დროინდელი რეგლამენტი გვაქო, ჟვანიას მერე ეპოქა შეიცვალა, პოლიტიკური ვითარება იცვლება, ახალი სტილის პოლიტიკოსები გამოდიან არენაზე ყველას აქვს თავისი ტემპორიტმი, ხასიათი და შესაბამისად, რეგლამენტიც საჭიროებს ცვლილებას“,- განაცხადა ინაშვილმა. იგი ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც დეპუტატებს ჰკითხა, მოეწონათ თუ არა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშილის საქციელი: „ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე თქვენ ჩვენი მასწავლებელი კი არ ხართ რომ შეკითხვა ამ კონტექსტში დაგვისვათ რა მოგვწონს და რა არა. დისციპლინაზე ელაპარაკეთ თქვენი უმრავლესობის წევრებს. ჩვენ ნუ მოგვიწოდებთ გავაკეთოთ კონკრეტული შეფასებები. არაფერი არაორდინალური არ მომხდარა“, - მიმართა ინაშვილმა კობახიძეს. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)