|
2018-05-02 16:42:16, 1521 ნახვა
კომენტარი
კობახიძე პრეზიდენტზე: ეს არის უპატივცემულობა - მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ სხდომატა დარბაზის დატოვებას ეხმაურება. მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს და განმარტა, რომ ამისათვის შესაბამის პროცედურაა დადგენილია. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით არის დადგენილი დებატების გამართვის პროცედურა. რეგლამენტის თანახმად ჯერ გამოდიან ფრაქციები, მერე სხვა სუბიექტები, მათ შორის უმცირესობა, უმრავლესობა, ვიცე-სპიკერები, სპიკერი და ამის შემდეგ აქვს მომხსენებელ პრეზიდენტს საკუთარი დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. პრეზიდენტს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს, ამისათვის დადგენილია შესაბამისი პროცედურა და ზუსტად ამის გამო გამოდის მომხსენებელი გიორგი მარგველაშვილი ბოლოს. ბატონ გიორგის და ქალბატონ ადას არ მოსწონთ ჩვენი რეგლამენტი და შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შეიძლება გადაიხედოს პარლამენტის რეგლამენტი. თუმცა ის რაც გააკეთა ბატონმა გიორგიმ, სამწუხაროდ ეს არის საქართველოს კანონის, პარლამენტის უპატივცემულობა, რაც ძალიან სამწუხაროა, და მე ისეთი ეჭვი მიჩნდება,რომ ეს იყო წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯი", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)