|
2018-05-02 16:36:03, 1411 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: დავბრუნდები თუ მომცემენ დებატებში ჩართვის უფლებას
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის სხდომაზე იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მას დებატებში ჩართვის უფლებას მისცემენ. "გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და ამ ფორმატს მე თავიდანვე მივესალმებოდი. მინდა პატივცემულ დეპუტატებთან საუბრის შესაძლებლობა მქონდეს და მათთან დებატებში ჩავერთო. პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომლებსაც სვამს პარლამენტი, როდესაც ამას პარლამენტი მიკრძალავს, შინაარს ვერ ვხედავ სხდომაზე დავრჩე, ასე შემიძლია ტელოევიზორით ვუყურო ამ სხდომას. ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და უფლებას მომცემს ვიდებატო. არსად არ წერია რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს პასუხის გაცემის საშუალება, დვბრუნდები თუ მომცემენ სიტყვის თქმის უფლებას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, მანამდე პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შორის მცირე კამათი მოხდა. პრეზიდენტმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ისურვა, რის შესაძლებლობაც პარლამენტის ტავმჯდომარემ არ მისცა. როგორც კობახიძემ განმარტა, რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტმა პასუხი დასკვნითი გამოსვლის დროს უნდა გასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)