|
2018-05-02 15:14:04, 1524 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი პრეზიდენტზე: ის არის წუწუნის ხასიათზე, რომ თითქოს მის ინსტიტუტს ვინმე ებრძოდა
ჩვენ ვერ მოვისმინეთ რა კრიტერიუმებით იწყალებდა პრეზიდენტი მსჯავრდებულებს, რა კრიტერიუმით ანიჭებს ის საქართველოს მოქალაქეობას დეკემბრიდან დღემდე აბსოლუტურად ბუნდოვანი კრიტერიუმებით, რის საფუძველზე ეუბნება ჩვენი ქვეყნიდან დროებით წასულ თანამემამულეებს მოქალაქეობაზე უარს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ის მოხსენებით იმედგაცრუებულია. მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა არ ჰგავდა იმ ადამიანის გამოსვლას, რომელიც ქვეყანას 5 წელი მართავდა. „ჩემი განცდა სუბიექტურია, იმიტომ რო ერთი რიგითი მოქალაქის შთაბეჭდილებაა რომელიც უსმენდა საკუთარი ქვეყნის, სახელმწიფოს პირველ პირს, რომელიც ამ რანგში 5 წელი მართავდა ქვეყანას. მე ვარ მძიმე შთაბეჭდილებებით, რა თქმა უნდა იმედგაცრუებული, რადგან ვფიქრობდი რომ ეს გამოსვლა იქნებოდა იმ პრეზიდენტის გამოსვლა რომელიც 5 წელი იყო ამ პოზიციაზე. რომ იქნებოდა უფრო ვრცელი და სიღრმისეული, ანალიზით დატვირთული, რადგან ჩვენ იმ გეოპოლიტიკურ არეალში ცალი ხელით მთავრობა, ხელისუფლება და ქართველი ხალხი ვებრძვით ოკუპაციას თან ვაშენებთ ქვეყანას და ვამყარებთ ინსტიტუტებს. სადაც ალბათ სახელმწიფოს მეთაურისგან უფრო ვრცელი და ფუნდამენტური გამოსვლა იყო სასურველი. შესაბამისად მოლოდინი არ გამიმართლდა. სანაცვლოდ ჩვენ ვნახეთ გამოსვლა კაცისა, რომელიც საქმეში ჩაუხედავია თითქოს. სახელმწიფო პროცესები რას ეხება ქვეყნის შიგნით, თითქოს არ იცის და ალბათ არ იცის, თორემ ასეთ გამოსვლას არ გააკეთებდა. ეს რეალურად იყო, ძალიან თავისუფალ სტილში, მოკლე წინადადებების კრებული, რომლიდანაც აზრის გამოტანა, ხანდახან ჩემთვის რთული იყო“,- აღნიშნა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, პრეზიდენტის შენიშვნები ფაქტებს არ ემყარებოდა. „ყველა ის პოსტულატი, რაც სწრაფ-სწრაფად პრეზიდენტმა ტრიბუნიდან გვესროლა, პრინციპში ფაქტებსაც არ ემყარებოდა და ბოლოს ზოგადი შეფასების სახით, ჩემ იმედგაცრუებას ვუკავშირებ იმასაც, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ ამ 5 წლის მანძილზე ის რას ფიქრობს. რა გააკეთა მან იმისთვის რომ ქვეყანაში იყოს ნაკლები პრობლემა, ნაკლები გაჭირვება, უფრო ძლიერი ინსტიტუტები და სახელმწიფო. სანაცვლოდ, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ის არის წუწუნის ხასიათზე, რომ მის ინსტიტუტს თითქოს ებრძოდა ვინმე. სინამდვილეში ჩვენ გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა თავისი უფლებამოსილებები შეიცვალა“,- აღნიშნა წულუკიანმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)