|
2018-05-02 14:28:19, 1355 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: ქვეყანაში დასაქმების პრობლემა ფაქტიურად მოსახლეობის უმრავლესობის წინაშე დგას
„ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დასაქმების პრობლემა ფაქტიურად მოსახლეობის უმრავლესობის წინაშე დგას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დრო განაცხადა. „აქ არ მინდა მე სტატისტიკურ დებატებში შესვლა - რამდენი უმუშევარი და რამდენი დასაქმებულია, მაშინ როცა სტატისტიკა აი ასეთ მაგალითად განსაზღვრებას ეფუძნება, რომ წინა შვიდი დღის განმავლობაში სულ მცირე ერთი საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ, ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. აი ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა საქართველოში. ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარია. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები- როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა. და დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური და ყოველდღე გადიან სამსახურში, სადაც სიკვდილი ემუქრება. აქ მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე და იმ დგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)