|
2018-05-02 14:24:14, 1458 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: ჩვენ შევძელით და ბიზნესზე წნეხი ნამდვილად აღარ ხორციელდება
„ჩვენ შევძელით და ბიზნესზე წნეხი ნამდვილად აღარ ხორციელდება, ის თავისუფალია“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან მცირე მოცულობით არის ჩვენს ქვეყანაში და დიდი ბიზნესის ჩრდილშია. „ბიზნესის მიმართულებითაც ჩვენ შევძელით და ის წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინგადადგმული ნაბიჯია. მე ასევე მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით და ესეც გვაჩვენებს, რომ გადაგმულია პოზიტიური ნაბიჯი. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას, თუმცა 2020-ის მიზანი სოციალური თანასწორობის მიმართულებით სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში მაღალი უთანასწორობაა, და ეს ფაქტია. ამ უთანასწორობის ფონზე სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი მოსახლეობისთვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)