|
2018-05-02 13:51:18, 1283 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე პრეზიდენტის მოხსენებაზე: ძალიან მოკლე გამოსვლა იყო - უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა
"პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ არ იყო გაჟღერებული“,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე არ ისაუბრა. "პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან მოკლე გამოსვლა, ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა, რომ ის ისაუბრებდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგალითად მან არ ისაუბრა საქართველოს თავდაცვაზე, ჩვენს ჯარისკაცებზე, არ ისაუბრა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი ჩვენს გმირებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს იცავენ. არაფერი უთქვამს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, რაც უმძიმესი ფაქთია და არ შეიძლება, რომ ეს გამორჩენილიყო მის გამოსვლაში. ასევე ვერ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს პერსპექტივების შესახებ და შეფასებები, რომლებიც ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოს ეხებოდა. არ იყო მის გამოსვლაში ეს ყველაფერი სამწუხაროდ", - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, დებატების დროს პრეზიდენტის მისამართით ბევრი კითხვა გაჟღერდება. "ჩვენ ვეცდებით, რომ დებატებში ეს ინფორმაცია გავშალოთ და მივაწოდოთ საზოგადოებას. ასევე არაფერი იყო ნათქვამი საქართველოს ახალ კონსტიტუციაზე, რაც უმნიშვნელოვანეს სიახლეებს გულისხმობს და ქვეყანა გადადის საპარლამენტო რესპუბლიკაზე. შეკითხვები აუცილებლად მექნება, როდესაც ჩემი გამოსვლის დრო მოვა. მან გააკეთა აქცენტები, რომ 2012 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაიმარჯვა და ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, როდესაც ამას ამბობდა პრეზიდენტი, გამიჩნდა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება" და დაპირებები დაავიწყდა, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხალხს მისცა. არ უსაუბრია რა გააკეთა პრეზიდენტმა, როგორც ნეიტრალურმა ზეპარტიულმა ფიგურამ იმისთვის, რომ მეტი კონსოლიდაცია მომხდარიყო“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)