|
2018-05-01 19:55:59, 2067 ნახვა
კომენტარი
ბექა ლილუაშვილი: საპატრულო პოლიცია გამჭვირვალობის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტზე გადადის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით პატრულ-ინსპექტორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მიმდინარეობს. ახალი კამერები ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ხასიათდება, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს. „საპატრულო პოლიცია გამჭვირვალობის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტზე გადადის. დღეს გვქონდა იმ სამხრე კამერების პრეზენტაცია, რომლებიც ხვალიდან საპატრულო პოლიციას დაურიგდება. ეს არის სამხრე კამერების ახალი თაობა, რომელსაც აქვს არსებითად გაუმჯობესებულ ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის: ჩაწერის ხანგრძლივობა, ჩანაწერების სისტემატიზაცია ერთ სერვერზე და ე.წ. მონაცემთა ბაზაში ასახვა. მას, ასევე, აქვს კვების ბლოკის მეტი ხანგრძლივობა და ა.შ. შესაბამისად, საპატრულო ეკიპაჟების აღჭურვა ახალი სამხრე კამერებით ნიშნავს გამჭვირვალობის ახალი სტანდარტის შემოტანას საპატრულო პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობაში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)