03:19 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 19:16:47, 2119 ნახვა

კომენტარი
გუგული მაღრაძე: ჭარბი წონის წინააღმდეგ რეგულაციებში სიამოვნებით ჩავერთვები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ჭარბწონიანობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების მომხრეა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

მაღრაძის თქმით, ის სიამოვნებით ჩაერთვებოდა ისეთი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობას შეამცირებდა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ და სიამოვნებით ჩავერთვები ამ რეგულაციებში. ეს საკითხი მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. სკოლის მოსწავლეებში ჭარბი წონა უკვე არსებობს, უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, საერთოდ ტკბილ ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და ასე შემდეგ. არ მინდა დავაშინო მოსახლეობა, მაგრამ რაღაც რეგულაციები არის საჭირო, იმიტომ, რომ ეს იწვევს შემდეგ გამოუსწორებელ ზიანს ადამიანის ჯანმრთელობისთვის", – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუგული მაღრაძე თამბაქოს შესახებ კანონის ინიციატორია, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოხმარებაზე შეზღდუვები, კანონის დასჯის შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმები შემოვიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics