03:11 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 17:03:05, 2469 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ალპებში უამინდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის ალპებში უამინდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, აროლაში მოხდა. გარდაცვლილთა შორის  შვიდი მოთხილამურეა, ორი მთამსვლელი და ერთი გიდი. ისინი  სხვადასხვა ინციდენტის დროს დაიღუპნენ.

მსხვერპლთა ნაწილი მოთხილამურეთა 14 კაციან ჯგუფში შედიოდა, რომლებმაც საბაგირომდე ვერ მიაღწიეს.

მედიის ცნობით, მაშველები კიდევ ორ დაკარგულს, 21 და 22 წლის ტურისტებს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები იტალიიდან და გერმანიიდან არიან.

ალპებში ბოლო დღეებში ძლიერი ქარბუქი და უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რასაც ზვავის ჩამოწოლა მოჰყვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics