|
2018-05-01 16:17:14, 1491 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: საგანელიძეს გასვლა უნდოდა, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ის შემადგენლობაში დარჩება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს პოლიტსაბჭოდან გასვლა უნდოდა, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ის შემადგენლობაში დარჩება. "დავით საგანელიძემ დააყენა ეს საკითხი, თვლიდა, რომ შეიძლებოდა მისი წევრობა სხვაგვაირად ყოფილიყო აღქმული, მაგრამ პოლიტსაბჭოზე ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ საბჭოში უნდა ყოფილიყო ადამიანი, არა პარლამენტიდან ან მთავრობიდან. ასეთი ადამიანი იყო დავით საგანელიძე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. რაც შეეხება თავად მას, დეპუტატის თქმით, მისი თვითმიზანი პოლიტსაბჭოს წევრობა არასოდეს ყოფილა. "ჩვენ დღეს ვისმჯელეთ და შევთანხმდით პრინციპზე, რომელიც არის ის, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში უნდა ყოფილიყო აღმასრულებელი მდივნები, სპიკერატი პარლამენტიდან, ასევე ფრაქციის წარმომადგენლები. თავად შემადგენლობა უკვე ცნობილია და მე ვიმეორებ, ჩემთვის, ისე როგორც დანარჩენი ყოფილი წევრებისთვის, პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და არ არის. პოლიტსაბჭო არის პირველ რიგში ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პარტიის კურსს, სტრატეგიულ კურსს და ამას აკეთებს პარტიის თავმჯდომარე. უნდა შექმნილიყო პარტიისთვის ყველაზე მოქნილი სტრუქტურა და ამიტომ შემცირდა პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-მდე. ეს არის ის ოპტიმალური სტრუქტურა, რომელიც შეიძლება მართო. არანაირი პიროვნული დისკუსიები არ ყოფილა", - განაცხადა ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)