|
2018-05-01 14:43:49, 1635 ნახვა
კომენტარი
ჭკუასელი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, თავად შესაძლოა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნება. „შემცირდება პოლიტიკური საბჭოსწევრების რაოდენობა. მე ვაპირებ დავტოვო პოლიტიკური საბჭო, პრობლემა არ არის, თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის. დაახლოებით ვიცი, რომ პოლიტიკურ საბჭოში იქნებიან პარტიის წევრები, მაგრამ არა დეპუტატები და არა მინისტრები. პარტიის პოლიტსაბჭოს ეხება მხოლოდ პარტიის საკითხები. პარლამენტარს გაცილებით მეტი საქმე აქვს, მე დეპუტატი ვარ და ხალხთან უნდა მქონდეს ურთიერთობა. გადახალისება სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის პილიტიკურ საბჭოს“, - განაცხადა ჭკუასელმა. დღევანდელ პოლიტსაბჭოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საბჭოს შემადგენლობის საკითხს და პარტიის სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)