|
2018-05-01 13:54:41, 2050 ნახვა
კომენტარი
სოფიო კილაძე არ გამორიცხავს, რომ ლგბტ აქტივისტების გამოსვლა კომიტეტზე მართული პროცესი იყოს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ გამორიცხავს, რომ სხდომაზე ლგბტ აქტივისტების გამოსვლა იყოს მართული პროცესი. როგორც კილაძემ განაცხადა, აღნიშნულ თემაზე ჰომოფობიური განცხადებები არ გაკეთებულა. “უფრო ჰგავს მართულ პროცესს. ასე ჩანს იმიტომ, რომ არავითარი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა. ზოგადად უფლებების თემასთან დაკავშირებით, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. გასაგებია, რომ ჩვენ ვართ ის კომიტტი, რომელმაც თუთოეული ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ ასეთი ფორმით ასეთი მიუღებელი ფორმით გამოხატვა... არავინ ჩვენი კომიტეტიდან არ ჩაგრავს და არც არავითარი ისეთი განცხადება არ გაკეთებულა, ჰგავს ალბათ მართულ პროცესს იმიტომ, რომ სხვა საფუძველს ვერ ვხედავ”, - განაცხადა სოფო კილაძემ. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ლგბტ თემის აქტივისტებსა და კომიტეტის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)