|
2018-05-01 13:48:11, 1772 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციებით ქვეყანა 15 წლის განმავლობაში 3.5 მილიარდი ლარის სარგებელს მიიღებს
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესული რეგულაციები 2 100 არამწეველ მოქალაქეს გადაარჩენს, რომელიც ყოველწლიურად პასიური მოწევის შედეგად იღუპება. "პირველი მაისი არ არის შემთხვევით ურთიერთსოლიდარობის დღე. დღეს მას დამატებითი დატვირთვა მიენიჭა. ეს არის მწეველი მოქალაქეების სოლიდარობა არა მწეველების მიმართ. ამ მცირე უხერხულობით რაც არის ადგომა სკამიდან და გარეთ გასვლა და იქ მოწევა, გადავარჩენთ იმ 2 100 არამწეველ მოქალაქეს, რომელიც პასიური მოწევის შედეგად იღუპება ყოველწლიურად, მათ შორის 300-მდე ბავშვია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ გარეთ გასვლას, რადგან არ იქნება არანაირი ზონები გამოყოფილი, მხოლოდ აივნები, ტერასები და შესაბამისად მოწყობილი ადგილები", - განაცხადა ზოიძემ. ზოიძემ ეკონომიკურ არგუმენტებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში ქვეყანა 3.5 მილიარდი ლარის სარგებელს მიიღებს. "კიდევ არის ეკონომიკური არგუმენტი. შემდეგი 15 წლის განმავლობაში ქვეყანა 3.5 მილიარდი ლარის სარგებელს იმ დანაკარგების აღმოფხვრით მიიღებს, რაც თამბაქოს მიერ გამოწვეული დაავადებებით ვლინდება. არანაირი ნეგატიური ზემოქმედება ამას არ ექნება, არანაირი მწეველთა უფლება არ არსებობს, ადამიანის მოწამლვაში. ერთი ადამინის უფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი უფლება იწყება და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ გადავარჩენთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჩვენი საყვარელი ადამიანებისა და ბავშვების ჯანმრთელობას. ეს არის მთელი არსი", - აღნიშნა ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეიდან, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)