|
2018-05-01 12:16:54, 1814 ნახვა
პოლიტიკა
სოფო კილაძე: არავითარი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს პარლამენტთან ლგბტ ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა, სადაც მის გადადგომას ითხოვდნენ. როგორც კილაძემ აღნიშნა, მათი მხრიდან ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა. ”ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს აზრი და გამოხატოს ეს აზრი. ყველა ადამიანი არის ჩვენს ქვეყანაში დაცული კანონით, კონსტიტუციით და ბუნებრივია ჩვენი მოვალეობა არის დავიცვათ თითოეული ადამიანი. არავითარი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა. დემონსტრაციის გამართვის უფლება აქვს ყველას თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება და აქიდან გამომდინარე ყველაფერი მიდის წესის და კანონის ფარგლებში”, - აცხადებს სოფო კილაძე ”ექსპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვას - შეუერთდება თუ არა ის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, კილაძემ არ უპასუხა. ცნობისთვის, „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადება გააპროტესტეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. ისინი კომიტეტის სხდომაზე დასწრებას და კილაძისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ არ აპირებს ღონისძიების გამართვას 17 მაისს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)