|
2018-04-30 15:43:58, 1975 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტს ყოველ წელს ჰქონდა მზაობა, საპარლამენტო გამოსვლა დებატების ფორმატში გამართულიყო
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პოლიტიკური დებატების გამართვას მიესალმება. ნაცვლიშვილის თქმით, დებატების ფარგლებში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. "ჩვენ მივესალმებით დებატებს. ყოველ წელს გვქონდა მზაობა და ღიაობა იმისათვის, რომ ყოფილიყო პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები. ბუნებრივია წელსაც მივესალმებით ამ დებატების გამართვას და რაც შეიძლება ფართო განხილვას საკითხების, რომლებიც არის საჭირბოროტო ქვეყნისთვის”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს პოლიტიკური დებატები უნდა შედგეს. თავის მხრივ პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია დებატების გამართვას მიესალმება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)