|
2018-04-30 15:41:45, 1704 ნახვა
კომენტარი
რატიანი: წლების განმავლობაში ვითხოვდით დებატებს, ახლა უმრავლესობა თუ დათანხმდა, ეს ნორმალურია
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს პოლიტიკური დებატების გამართვას მიესალმება. როგორც რატიანმა აღნიშნა, პოლიტიკურ დებატებს ოპოზიცია წლების განმავლობაში ითხოვდა. "წლების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის მომხრე ვიყავით და ვითხოვდით პოლიტიკურ დებატებს. ახლაც მომხრეები ვართ იმისა, რომ დებატები უნდა შედგეს. ამასთან დაკავშირებით, პირველად გამოიჩინეს უმრავლესობის წევრებმა თავი და ეს პრობლემა არ არის. წლების განმავლობაში ვითხოვდით და ახლა, პირველად თუ დათანხმდნენ ამას არის ნორმალური. დებატები უნდა შედგეს", - განაცხადა რატიანმა. ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს პოლიტიკური დებატები უნდა შედგეს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)