|
2018-04-30 15:11:26, 1783 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მეტროს პარალიზება არ მოხდება
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების პროტესტს ეხმაურება. როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე თანხების მატებაზე საუბარი. "ჩვენი მხრიდან ავუხსენით დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა. ჩვენ გვყავს ადამიანები რომლებითაც საქმისადმი აქვთ არანაკლები პასუხისმგებლობა, მაგრამ მათ აქვთ უფრო დაბალი ანაზღაურება. შესაბამისად, როდესაც იქნება საშუალება, ხელფასის მატება მოხდება ყველა მიმართულებით. დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე თანხების მატებაზე საუბარი. რაც შეეხება მეტროს გაჩერებას, არანაირი პარალიზება არ მოხდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტრო არ გაჩერდეს", - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, ხუთშაბათს, 3 მაისს, თბილისის მეტრო მუშაობას შეწყვეტს, - ამის შესახებ თბილისის მეტროპოლიტენების მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრებმა, რუსთაველის მეტროსთან გამაფრთხილებელი აქციის დროს განაცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)