|
2018-04-30 14:50:50, 1617 ნახვა
კომენტარი
ბოკერია NDI-ზე: კვლევამ გვანახა, რომ ივანიშვილის გუნდს ქვეყანა ჩიხში მიყავს
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია NDI-ის კვლევას დადებითად აფასებს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მმართველ გუნდს ქვეყანა ჩიხში მიჰყავს. "კვლევებს საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ და დგინდება ვითარება ქვეყანაში, რა თქმა უნდა სხვადასხვა სიზუსტით, რადგან ეს ზოგადად კვლევას ახასიათებს. ამჯერადაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით, ქვეყანაში გაიზარდა კორუფცია და კრიმინალი და ასე შემდეგ. ივანიშვილის გუნდს ჩიხში მიყავს ქვეყანა და მათი საარჩევნო რეიტინგიც დაეცა. ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა და ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი კვლავ არ არის ჩამოყალიბებული თუ ვის დაუჭიროს მხარი. ამაზე ჩვენ უნდა ვიმუშავოთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდპომარე დათო ბაქრაძე არის ოპოზიციის ფიგურებს შორის ლიდერი", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა. ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ (30%) არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდა ხმას. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% - „ევროპულ საქართველოს“; 9% - სხვა პარტიას. ამასთან, 13%-მა აღნიშნა, რომ ხმას არცერთ პარტიას მისცემდა, 10%-მა პასუხზე უარი განცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)