|
2018-04-30 14:48:29, 1512 ნახვა
კომენტარი
კილაძე NDI-ზე: არის შემთხვევები, როდესაც ვარაუდები არ მართლდება და საზოგადოების უმრავლესობას განსხვავებული აზრი აქვს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარე სოფიო კილაძე NDI-ის კვლევებს ეხმაურება. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ორგანიზაციის პროგნოზები ხშირად რეალურ სურათს აცდენილია. "ჩვენ არა ერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც NDI-ის პროგნოზები არ გამართლდა. ამ შემთხვევაშიც მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ეს პროგნოზიც შესაძლოა არ იყოს მთლად ის აზრი, რომელიც აქვს ქართველი ხალხის უმეტესობას. ზოგადად სოციოლოგიურ კვლევებზე მიჭირს საუბარი, არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ძალიან ბევრჯერ, იგივე არჩევნებთან მიმართებით, როდესაც წინასწარი პროგნოზები გაკეთდა, ეს პროგნოზები სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რაც შემდგომში მომდევნო არჩევნებმა დაამტკიცა. იგივე საზოგადოების განწყობასთან დაკავშირებით არის შემთხვევები როდესაც ვარაუდები არ მართლდება და საზოგადოების უმრავლესობას აქვს თავისი განსხვავებული აზრი", - განაცხადა კილაძემ. ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ (30%) არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდა ხმას. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% - „ევროპულ საქართველოს“; 9% - სხვა პარტიას. ამასთან, 13%-მა აღნიშნა, რომ ხმას არცერთ პარტიას მისცემდა, 10%-მა პასუხზე უარი განცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)