|
2018-04-30 13:36:02, 1445 ნახვა
კომენტარი
ვეს მიტჩელი - საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი რეგიონში, როგორც დემოკრატიულმა ლიდერმა
საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი რეგიონში, როგორც დემოკრატიულმა ლიდერმა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მდებარეობს ძალიან რთულ სამეზობლოში, სტრატეგიულ და ცივილიზაციურ საზღვარზე და სტაბილურად ირჩევს დასავლეთს. „მინდა, გავიხსენო თქვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჟვანიას ცნობილი სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა 1999 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს: „მე ვარ ქართველი - მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!" ეს სიტყვები ყოველი ჩვენგანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. თქვენ წარმატებით აგრძელებთ ინსტიტუციურ რეფორმებს - ეს არის მძიმე შრომა, რომელიც განამტკიცებს თქვენს მჭიდრო კავშირს დასავლეთთან. თქვენ მუშაობთ დემოკრატიის განმტკიცებაზე, ინვესტიციების წახალისებაზე და ყველა ქართველისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნაზე. საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი რეგიონში, როგორც დემოკრატიულმა ლიდერმა. დამოუკიდებლობის მე-100 წლისთავის მოახლოების კვალდაკვალ, თქვენ გეძლევათ ამ ღვაწლის შემდგომი განვრცობის შესაძლებლობა", - განაცხადა ვეს მიტჩელმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის გეგმები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცებასთან დაკავშირებით. ვეს მიტჩელმა ასევე განსაკუთრებულად აღნიშნა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობა რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის პროცესში. „პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ლიდერობით საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა. მე უმაღლეს შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრს და მის 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფას, და მზად ვარ, მხარი დავუჭირო მის გუნდს ეკონომიკური ჩართულობისა და დახმარების ფართომასშტაბიანი პროგრამების მეშვეობით. საქართველოს მთავრობა მუშაობს თავდაცვის სფეროს ინსტიტუტების და სამხედრო ძალების ტრანსფორმაციაზე და ამ პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ურთიერთქმედება ნატოს ძალებთან და მისი თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას ძლიერ და თანამედროვე შეიარაღებული ჯარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქვეყნის მიერ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2%-ის გამოყოფას", - განაცხადა ვეს მიტჩელმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)