|
2018-04-30 13:32:07, 1646 ნახვა
კომენტარი
ვეს მიტჩელი: რუსეთის საფრთხის წინაშე საქართველოს სიმტკიცე ყოველი ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითია
ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია წინსვლის გზებზე მუშაობისკენ - სულ ახლახან თქვენ გამოხვედით სამშვიდობო ინიციატივით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად; მხოლოდ კონტაქტის დამყარებისა და კომუნიკაციის გზით შეძლებს საქართველო ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებას ამ რეგიონებში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ი რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ყველა ვალდებულების შესრულებას მოელის. „ჩვენ მოვუწოდებთ მოსკოვს, გაიყვანოს თავის ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს კუთვნილი რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის უზრუნველყოს ამ რეგიონების ხელმისაწვდომობა", - განაცხადა ვეს მიტჩელმა. მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებას ევროპაში. „ახლახან მან გაერთიანებულ სამეფოში განახორციელა თავდასხმა ნერვული აგენტის გამოყენებით. ნატომ გააჟღერა მკაცრი გზავნილი იმის შესახებ, რომ ეს აგრესია უპასუხოდ არ ჩაივლის. ჩვენ გვსურს დიალოგი რუსეთთან - კარი ღიაა და ახლა არჩევანი მოსკოვზეა. ვიდრე რუსეთი არ აირჩევს მშვიდობას, ჩვენ წინ აღვუდგებით მის წნეხს, სადაც კი ამას აღმოვაჩენთ. ევროპაში რუსეთის მავნებელი გავლენის საპირწონედ აუცილებელია დასავლეთის ერთობა. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ფარდა ავხადოთ და წინ აღვუდგეთ რუსეთის ჩარევას ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და საზოგადოებაში. არც ერთი სხვა ქვეყანა არ იცნობს რუსეთის საფრთხეს და არ ესმის მის საპირწონედ გრძელვადიანი სტრატეგიის ქონის აუცილებლობა ისე, როგორც საქართველოს. საქართველოს სიმტკიცე ამ საფრთხის წინაშე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და მისაბაძი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის", - განაცხადა ვეს მიტჩელმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)