02:58 - 05 Nov, 2026
|
2018-04-30 09:02:09, 1287 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ნატო-სთან, როგორც დღეს არის
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ნატო-სთან, როგორც დღეს არის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის დაწყებამდე განუცხადა. ჯანელიძეს თქმით, ფორუმზე განხილული იქნება ანტიდასავლური პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ჰიბრიდული საფრთხეები - რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროატლანტიკური სივრცისთვის. საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასაც. "საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ნატო-სთან, როგორც არის დღეს. ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან მჭიდრო და ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს ინტეგრაციული თვალსაზრისით, შესაბამისად არის შეფასებული ნატო-სგან და დარწმუნებული ვარ, იგი ასევე აისახება 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე",- განაცხადა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)