|
2018-04-28 20:55:45, 1650 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - მეორე ტურს არ ველოდებით
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ვანსა და ხონში "ქართული ოცნების" კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თალაკვაძის თქმით, გივი ჭიჭინაძის შედეგი 50%-ს აღემატება. "ვანსა და ხონში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარიმართა. ჩვენი მონაცემებით, ჩვენმა კანდიდატმა ბატონმა გივი ჭიჭინაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა და მისი შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50%-ს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, საზოგადოებას და ჟურნალისტებს. ველოდებით ხმების დათვლის საბოლოო შედეგებს. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესს, ყველგან იყო თავისუფალი და მშვიდი ატმოსფერო. მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება აზრი დაეფიქსირათ. ჩვენი მონაცემები ეყრდნობა ჩვენი საარჩევნო შტაბის მუშაობის პროცესს", - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მეორე ტური არ დაინიშნება. "მეორე ტურს არ ველოდებით. ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვა და ველოდებით ცესკო-ს შედეგებს", - დასძინა უმრავლესობის ლიდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)