|
2018-04-28 18:47:58, 1570 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია არჩევნებზე: „ოცნებას“ საშუალებას არ მივცემთ, რომ რაიმე დაპირისპირება მოხდეს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მმართველი გუნდი არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას ცდილობს. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, საარჩევნო ოლქში ძალადობის ფაქტიც დაფიქსირდა, რაზეც საჩივარი უკვე დაიწერა. "აბსოლუტურად ცხადია, რომ ხალხი არის განწყობილი იპოზიციურად ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ცდილობს ადმინისტრაციული რესურსით, მთლიანად ჩართულია მთელი გამგეობა არჩევნების პროცესში. აქ იყო ძალადობის მცდელობები, მაგალითად, გინება მათი წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ შეცვლის ხალხის განწყობას, თუ ყველა მოვა არჩევნებზე და დააფიქსირებს თავის პოზიციას. ძალადობის ინცინდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საჩივარი დავწერეთ და ჩვენ გვაქვს სრული მობილიზება, რომ არ მოხდეს არაფერი, აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩატარდეს. არ მივცემთ საშუალებას ოცნებას, რომ აქ რამე დაპირისპირება მოხდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)