|
2018-04-28 13:22:59, 1697 ნახვა
კომენტარი
ცესკო - ამ ეტაპზე ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დარღვევები არ დაფიქსირებულა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქებში დარღვევები არ დაფიქსირებულა და არც ერთი საჩივარი არ არის დაწერილი. ამასთან, მიქელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ვანში, #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას საკონტროლო ფურცლის გარეშე აპირებდა. „რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და საარჩევნო კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად. კერძოდ, სანამ პირველი ამომრჩეველი შეავსებდა საკონტროლო ფურცელს, რიგში მყოფმა დანარჩენმა მოქალაქეებმა გამოთქვეს ხმის მიცემის სურვილი. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ამომრჩევლის მიერ საკონტროლო ფურცლის შევსების პროცესში კომისიამ დანარჩენ მოქალაქეებს სთხოვა მოცდა. მას შემდეგ, რაც შეივსო საკონტროლო ფურცელი და პირველმა მოქალაქემ განახორციელა ხმის მიცემა, ამის შემდეგ სხვა დანარჩენ ამომრჩევლებს მიეცათ ხმის მიცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)