|
2018-04-28 11:30:07, 1649 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა: გამარჯვებას წინ არაფერი არ უდგას, ყველა მონაცემით ვლიდერობთ
ვანსა და ხონში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი უგალავას განცხადებით, მის გამარჯვებას წინ არაფერი უდგას. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის, გამარჯვების შემდეგ ყველა დაპირება შეასრულოს. "დღევანდელი წითელი ბარათი იქნება შეხსენება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია, ეს დაპირებები შეასრულოს. სხვა შემთხვევაში მას ხალხი გადაირჩევს. ჩვენ ვართ ძალიან მხნედ, გამარჯვებას წინ არაფერი არ უდგას. ყველა მონაცემით ვლიდერობთ და შესაბამისად მოვემზადებით იმისთვის რომ ის გეგმა რაც მე წინასაარჩევნო გავაცანი ვანელებსა და ხონელებს, შევასრულოთ", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. ცნობისთვის, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)