00:17 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 11:04:12, 1626 ნახვა

სამართალი
პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

2018 წლის 26 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე, ქ.ფოთში მცხოვრები  ბ.ტ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ტ.-მ 2018 წლის 21-24 აპრილს ქალაქ ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს მალთაყვის პოლიციის განყოფილების თანამშრომელს შპს „სანო"-ს კუთვნილი ლითონის მიმღებ პუნქტში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ ყოველთვიურად  გარკვეული  თანხის გადახდა შესთავაზა.

დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 26 აპრილს, თანხის გადაცემის შემდეგ ბ.ტ. ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენის ადგილზე იქნა დაკავებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics