|
2018-04-26 16:16:03, 1655 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე ივანიშვილის დაბრუნებაზე: ასე დაემართა თავის დროზე კომუნისტებს - ეს იყო პიროვნებაზე ჩამოკიდებული პარტია
კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება "ქართული ოცნებაში" არსებულ კრიზისულ მდგომარეობას უკავშირდება. როგორც ხმალაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ყოფილი პრემიერი მმართველ გუნდში შემავალი ყველა პოლიტიკოსისთვის უდავო ავტორიტეტია. "ქართულ ოცნებაში" რეალური გამაერთიანებელი, არის ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. საერთო იდეალოგია, საერთო ამოცანები, საერთო ხედვები ამ პარტიაში არ იყო და ვერც დღემდე ჩამოყალიბდა. შესაბამისად დღეს გამაერთიანებელი იდეა როცა ვერ ყალიბდება, მაშინ ასეთი პარტია, რჩება პარტიად მანამ სანამ მის ხელში არის ხელისუფლება. ასე დაემართა თავის დროზე კომუნისტებს, მოქალაქეთა კავშირს, აღორძინების კავშირსაც. ეს იყო პიროვნებაზე ჩამოკიდებული პარტია და ასეთივე ვითარება არის შექმნილი ახლა "ქართულ ოცნებაში". ივანიშვილის პარტიის სათავეში დაბრუნება მოსპობს იქ სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის ბრძოლას პირველობისთვის და პარტიის მართვის სადავეების ხელში აღებისთვის. რადგან მათთვის როგორც ერთისთვის ისე სხვა ჯგუფებისთვის, რომელიც პარტიასი არსებობენ, ივანიშვილი არის უდავო ავტორიტეტი. სწორედ ეს არის მისი დაბრუნების მიზეზი", - განაცხადა ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)